რობოტიკისა და software ინჟინერიის კურსი იკვლევს რობოტიკის სამყაროს პროფესიონალური ინჟინერის პერსპექტივიდან. სტუდენტები ქმნიან დახვეწილ რობოტებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, მექანიკისა და software ინჟინერიის, მათემატიკის (STEM) სრულყოფილი პრაქტიკულ-თეორიული ცოდნისა და გამოცდილების საშუალებით.
რობოტიკისა და software ინჟინერიის კურზე შექმნილია ინდუსტრიაში არსებული რთული საინჟინრო გამოწვევების სიმულირებული მოდელი, ამიტომ მოსწავლეებს უწევთ კრიტიკული აზროვნებით და გუნდური მუშაობით ამ პრობლემების ეფექტურად გადაჭრა. კურსის ფარგლებში სტუდენტები მუშაობენ გუნდურად და აშენებენ სხვადასხვა ფუნციურ მანქანა/რობოტებს, დებენ საოცარ შედეგებს.
პროგრამა დაფუძნებულია საუნივერსიტეტო უმაღლესი ინჟინერიის სწავლების პრინციპებზე, სწავლობენ უნიკალურ ენას რთული საინჟინრო პროცესების წარსამართად, ამ ენით ისინი წერენ კოდს, რომლის საშუალებითაც მათივე შექმნილი რობოტი იწყებს მოძრაობა/ფუნქციონირებას.
