ასაკი: 4-6 წელი

გაკვეთილის ხანგრძლივობა : 45 წუთი

+995599550554

ახალგაზრდა ინჟინრების მთავარი დევიზია - შემეცნება თამაშით. ჩვენი უნიკალური პროგრამა Big Builder სკოლამდელი ბავშვებისთვისაა და მიზნად ისახავს სამეცნიერო ტექნიკური კონცეფციების საფუძვლების გაცნობას პრაქტიკული, ექსპერიმენტული სწავლების მეთოდით. გვჯერა, რომ შემეცნების პროცესის გახალისება პატარა ასაკიდანვე ბავშვებს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და შემოქმედებითი აზროვნების მოტივაციას შეუქმნის. კურსის სტუდენტები შექმნიან 3D კონსტრუქციებს, მათთვის გამოყოფილი, სპეციალურად ამ პროგრამისთვის დამზადებული კომპლექტით. აქტივობები კურსის ფარგლებში გათვლილია ისე, რომ ყოველ შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლემ გააუმჯობესოს მოტორული და სენსორული უნარები, გაეცნოს ინჟინერიის ტერმინოლოგიას. კურსი საშუალებას იძლევა ბავშვი შეეჩვიოს როგორც გუნდურ, ისე დამოუკიდებელ მუშაობას და პასუხისმგებლობა აიღოს თავის მიერ შექმნილი მოწყობილობის სრულყოფილად მუშაობაზე.

Big Builder პროგრამის სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) მიმოხილვა

კურსის ფარგლებში განვიხილავთ ფორმის ცნებას და ფუნქციას - შექმნილი მანქანების მოძრავი და უძრავი ნაწილების მნიშვნელობას, სივრცეში გადაადგილების პრინციპებს. ჩვენი მასწავლებლები ბავშვებს აცნობენ ძირითად მატემატიკურ და მეცნიერულ ტერმინებს, ამ სფეროში სამომავლო პროფესიულად ორიენტირებისთვის. სკოლამდელი ბავშვების ამ კურსზე მანქანების აშენებისას სწავლობენ მარტივ შეკრება-გამოკლებას. გარდა ამისა აღმოაჩენენ წილადების ძირითად პრინციპებს, როდესაც ააწყობენ სხვადასხვა ფიგურებს და დაიწყებენ აღქმას მთელის და მისი ნაწილებისა. კურსი მოიცავს შესავალს ფიზიკის ძირითად კანონებში, იქნება ეს გრავიტაცია, ცენტრიდანული, ბრუნვის, სტაბილურობის, ხახუნის, იმპულსის, მექანიკური ენერგიის, ბერკეტის, ბალანსის ძალები, მანქანის ამოძრავების დემონსტრირების გზით.

ჩვენ გვჯერა, რომ შემეცნების პროცესი ბევრად მარტივი და ნაყოფიერია პრაქტიკული გამოცდილებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლეები უკეთ შეძლებენ ტექნოლოგიურ სამყაროში ინტეგრირებას მათემატიკური და სამეცნიერო საბაზისო ცოდნით.

Big Builder პროგრამის მიზნები

  • ცნობიერების ამაღლება სამყაროსა და გარემოს შესახებ
  • დამოუკიდებელი და კრეატიული აზროვნების წახალისება
  • პრობლემის პრაქტიკულად და პასუხისმგებლიანად გადაჭრა
  • გუნდური მუშაობის უნარის განვითარება

Big Builder პროგრამის მოდელები

  • ძირითადი გეომეტრიული ფორმები
  • ცხოველები
  • მზის სისტემა
  • გასართობი ატრაქციონები
  • ტრანსპორტი
  • საჰაერო ძალები