Bricks Challenge პროგრამა
ყველაზე საინტერესო და სახალისო შესავალი STEM-ის სამყაროში. Brick Challenge პროგრამის სტუდენტებს აქვთ საოცარი შესაძლებლობა მათი წარმოსახვის გასაფართოვებლად და კრიტიკული ფიქრის უნარების განსავითარებლად. ჩვენი კურსის და მასწავლებლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი არის ახალგაზრდების ინსპირირება მათი როლის მნიშვნელობის გასააზრებლად საზოგადოებაში .
პროგრამის ფარგლებში გამომუშავებული უნარების მოსწავლეებს დაეხმარებათ გახდნენ სოციუმის სრულყოფილი წევრი და უკეთესობისკენ შეცვალონ გარემო მათ ირგვლივ. კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსწავლეები სხვადასხვა ხელსაწყოებისა და მექანიკური ნაწილების გამოყენებით სამშენებლო-საინჟინრო უნარებს ივითარებენ .
გაკვეთილები იწყება იმ დღეს შესაქმნელი მანქანის დემონსტრირებით, რომლის აგებაც გაკვეთილის ბოლომდე მოუწევთ თავად მოსწავლეებს. Brick Challenge პროგრამისთვის უნიკალურად გამოყოფილია ხელსაწყოების სეტი, რომელიც ექსკლუზიურად ახალგაზრდა ინჟინრების კვლევისა და განვითარების ჯგუფის მიერ არის შექმნილი. ყოველი მომდევნო გაკვეთილი შთამაგონებელი და უფრო საინტერესოა, რაც მოსწავლეებს სტიმულს აძლევს გააუმჯობესოს თავისი შედეგები.
