პროფესიული "თიმ-ბილდინგის" ღონისძიება (PRO)
პროგრამა PRO (პროფესიული "თიმ-ბილდინგის პროგრამა") განკუთვნილია სხვადასხვა კომპანიის თანამშრომელთა გუნდის უკეთ გაცნობისა და დაახლოვებისთვის. პროგრამის მონაწილეები ერთად ააშენებენ ჩვენი სკოლის ექსკლუზიურ მოდელებს. ახალგაზრდა ინჟინრების სკოლის ინსტრუქტორები მოვლენ თქვენს ოფისში ან კომპანიაში და გასწავლით სახალისო და შემეცნებით გუნდურ თამაშებს, რომლის ფარგლებშიც შექმნით საინტერესო მანქანებს. ჩვენ მოვიტანთ ყველანაირ ინვენტარს, რაც საჭიროა ღონისძიების სრულყოფილად ჩასატარებლად და მოდელების ასაშენებლად. ვთანამშრომლობთ ნებისმიერი ზომისა და კონცეპტის კომპანიასთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის PRO პროგრამასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით.
