კუბიკებით თამაში და სხვადასხვა კონსტრუქციის აგება ის გასართობი გამოცდილებაა, რომელიც ერთხელ მაინც, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს გამოუცდია. 1942 წლიდან ეს გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი, შემეცნებითი და პრაქტიკული ხდება.
ახალგაზრდა ინჟინრების სკოლის კონცეფციაც ამ ერთი შეხედვით მარტივი და მასობრივი თავსატეხის ირგვლის ვითარდება. ჩვენ შევძელით პროგრამების ადაპტირება ნებისმიერი ასაკის და ინტერესის მქონე პირებისთვის. Golden Age პროგრამა ხანდაზმულებს საშუალებას აძლევს ყოველდღიურობა გაიხალისონ და კიდევ ერთხელ იგრძნონ თამაშისგან მონიჭებული აზარტი და სიხარული. კურსის თითოეულ მონაწილეს აქვს სპეციალური საინჟინრო კომპლექტი, რომლის გამოყენებითაც ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიან და ამოქმედებენ კონსტრუქციებს (ყველანაირი ინსტრუქცია დაბეჭდილია დიდი და კარგად გარჩევადი შრიფტით).სერტიფიცირებული მასწავლებელი უზრუნველყოფს კურსის სრულყოფილად და გასაგებად წარმართვას. პროგრამის მონაწილეები ააშენებენ შთამბეჭდავ მექანიკურ და მოტორიზებულ მოდელებს. კურსი ნაკლებად ეფუძნები თეორიული მასალის შესწავალს და მთლიანად ორიენტირებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება ჩვენი სენსორული უნარები, Golden Age კურსი უზრუნველყოფს ამ უნარების შენარჩუნებას და სტაბილურად პროგრესირებად ფუნქციონირებას.
