A hands-on, engaging workshop designed to foster
innovation, creativity, and collaboration within organizations.

პროფესიული "თიმ-ბილდინგის" ღონისძიება (PRO)

პროგრამა PRO (პროფესიული "თიმ-ბილდინგის პროგრამა") განკუთვნილია სხვადასხვა კომპანიის თანამშრომელთა გუნდის უკეთ გაცნობისა და დაახლოვებისთვის. პროგრამის მონაწილეები ერთად ააშენებენ ჩვენი სკოლის ექსკლუზიურ მოდელებს. ახალგაზრდა ინჟინრების სკოლის ინსტრუქტორები მოვლენ თქვენს ოფისში ან კომპანიაში და გასწავლით სახალისო და შემეცნებით გუნდურ თამაშებს, რომლის ფარგლებშიც შექმნით საინტერესო მანქანებს. ჩვენ მოვიტანთ ყველანაირ ინვენტარს, რაც საჭიროა ღონისძიების სრულყოფილად ჩასატარებლად და მოდელების ასაშენებლად. ვთანამშრომლობთ ნებისმიერი ზომისა და კონცეპტის კომპანიასთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის PRO პროგრამასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით.

ოჯახის დღე: შეიმეცნეთ
თამაშით ბავშვებთან ერთად!

ახალგაზრდა ინჟინრების სკოლა გთავაზობთ განსაკუთრებულ პროგრამას მშობლებისა და ბავშვებისთვის, რათა ერთად იმუშაოთ ჩვენს ერთ-ერთი ექსკლუზიური მოდელის აწყობაზე. ეს არის შემეცნებითი, სახალისო და სასიამოვნო გამოცდილება, რომლის გაზიარებაც ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ. ეს ღონისძიება შეგიძლიათ დაგეგმოთ, როგორც ჩვენს სკოლაში ისე ოფისებსა და სკოლების ოჯახის დღის აღსანიშნავად.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

  • This field is for validation purposes and should be left unchanged.