სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის შექმნილი
პროგრამა გულისხმობს მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მიდგომას
პრაქტიკული უნარების გამოსამუშავებლად და მექანიკური ინჟინერიის სამყაროს გასაცნობად.

ახალგაზრდა ინჟინრების Build Up ვორქშოფი სენსორული უნარების განსავითარებელი პროგრამაა, რომელიც მორგებულია სპეციალურად განსაკუთრებული კოგნიტური და ემოციური საჭიროებების მქონდე ბავშვებისთვის. კურსის ფარგლებში გთავაზობთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც ავითარებს ვიზუალურსენსორულ უნარებს და მოსწავლეებს ეხმარება შემდეგი პრობლემების დაძლევაში.
  • ვიზუალური აღქმის პრობლემა
  • სმენის პრობლემა
  • მოქნილობის/მოძრაობის პრობლემა
  • ყურადღების დეფიციტის-
  • ჰიპერაქტიულობის აშლილობა (ADHD)

ახალგაზრდა ინჟინრების სკოლა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის მართავენ მოხალისეობრივ ვორქშოფებს სარეაბილიტაციო ცენტრებსა და მენტალური ჯანმრთელობის საავადმყოფოებში. თუ თქვენ წარმოადგენთ ასეთ დაწესებულებას და დაინტერესდებით ჩვენთან თანამშრომლობით, გთხოვთ ქვედა შეავსოთ ქვედა ფორმა.

  • This field is for validation purposes and should be left unchanged.